- 2021-11-18
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 7 საკითხი განიხილეს:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში მდებარე უძრავი ქონების (ბიბლიოთეკის შენობა, საკ.კოდი N29.02.31.031) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
2. სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული 5 (ხუთი) ერთეული ბოძის (ხაზოვანი ნაგებობა, საკ.კოდი N29.00.452 ) გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
4. სს „მაგთიკომი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, გარე განათების ბოძების (ხაზოვანი ნაგებობები) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. სს „სილქნეტი“–სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული 7 (შვიდი) ერთეული გარე განათების ბოძის ( ხაზოვანი ნაგებობა) საკ.კოდი #29.00.636 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის # გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის #გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტან