ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
3. სს „სილქნეტი“–სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, გარე განათების ბოძების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. შპს „გეგუთის პოლიკლინიკის“ შენობაში (საკ.კოდი #29.14.37.526) განთავსებული თავისუფალი ფართების, რუიზან სამსონიასათვის (ერთი ოთახი, ფართი 22.12 კვ.მ) და შალვა კილაძისათვის (ერთი ოთახი, ფართი 14.33 კვ.მ) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
7. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, #4-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული 9725,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკ. კოდი #29.08.37.210 სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით რაგბის მოედნისათვის ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.