ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკ. კოდი № 29.07.35.068 სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #25-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ფართში საკ. კოდი №29.08.34.01.508 არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წლის 30 ნოემბერს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №176 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 36 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერის უსასყიდლოდ საკუთრებაში ა(ა)იპ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის ‘’ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.