ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზი დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხი შემდეგ სოფლებში: ტყაჩირში, ქვედა ონჭეიშში, ჭაშლეთში, ჭოლებში, ჯიმასტაროში, ნამოხვანში, ნორაში, ზედა ონჭეიშში, ჟონეთში, საჩხეურში, სორმონში, გუმათში, დერჩში, ვანისჭალაში, ზარათში, მეჩხერში, რიონში, ბენთქოულაში, გეგუთში, გუმბრაში, დღნორისაში, ლეხინდრისთავში, ოფურჩხეთში, მექვენაში, მუხიანში და კუდოთში.
დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2022 წელს გაწული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების
საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2023 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.