- 2023-09-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და ასევე, პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
აგრეთვე, კომისიის წევრებმა განიხილეს სს „სილქნეტი“–სათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, 5 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა იმსჯელეს პეტიციის შესახებ (საკითხი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათისა და სოფელ ბანოჯის დამაკავშირებელი გზის საფარის დაგება).