ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ – სათვის სოფელ გვიშტიბში (სა.კოდი N29.07.35.068) და რუსთაველის ქუჩა N27-ში მდებარე  (სამი ოთახის, საკ.კოდი N29.08.34.107) მდებარე უძრავი ქონების სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, უსასყიდლო უზუქრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით გადაცემის საკითხი.

აგრეთვე, კომისიამ იმსჯელა  ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ – სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების: TOYOTA CAMRY სახ. ნომერი ZT890ZT, OPEL VEQTRA B სახ. ნომერი NN683KK. – სპეცავტომანქანა ,,IVECO’’ ს/ნ ZCFC6500005536845. AA 890 QA. -გრეიდერი ს/ნ XUG19030HGDB00039. AA 652 D. – ავტომანქანა ,,MERSEDES BENZ’’ სახ. ნომერი DD 773 DU სამსახურეობრივი საჭიროებისათვის,  ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ – სათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი“ – სათვის 104 ცალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.