ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, მოქალაქე მირანდა კიკვიძის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.43.043) საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების შეთანხმების საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2024 წელს  საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხზე.

ასევე, კომისიამ განიხილა ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე განთავსებული 81.4 კვ.მ. ფართის – 7 (შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს /სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრი/ წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის, განთავსების მიზნით, 2026 წლის 1 იანვრამდე გადაცემის  საკითხი.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2024 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.