ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის  სამსახურის მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

დეპუტატებმა  განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, შპს „ჯეოვიტ გრუპ“-ის  საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.12. 37. 829) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალური გეგმის  ინიცირების შეთანხმების საკითხი.

კომისიამ ასევე, განიხილა ამავე კომისიის 2024 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სირცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე ესწრებოდა.