- 2022-05-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისიწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტერტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2021 წლის მე-IV და 2022 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის #გ-49.49220844 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობის პირველ სართულზე (საკ.კოდი N 29.04. 38.05) განთავსებული 47.48 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის #31 (გ-49.49220843) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ბანოჯაში მდებარე ლადიმერ ბედენაშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.09.39.542 ფართით-2098,0 კვ.მ.) ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) შესახებ.