ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
  კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის საკითხი.
 სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი N29.17.35.013.) პირველ სართულზე განთავსებული 18.48 კვ.მ. ფართის აუქციონის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხზე.
 კომისიამ ასევე განიხილა შპს ,,ბალნეოსარეაბილიტაციო ცენტრი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, 10 (ათი) წლის ვადით, #29. 08. 34. 122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ნაწილის 1216.08 კვ. მ. ფართის გადაცემის და ამავე, შპს ,,ბალნეოსარეაბილიტაციო ცენტრი“-სათვის კულტურისა და დასასვენებელი პარკის მოწყობის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, 10 (ათი) წლის ვადით, #29. 08. 34. 064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის (საკ. კოდი # 29. 08.34. 091, ცენტრალური პარკი) ნაწილის 1752.08 კვ.მ. ფართის გადაცემის საკითხი.
   კომისიის წევრებმა იმსჯელეს, შპს ,,სანატორიუმ წყალტუბოსათვის’’ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, 10 (ათი) წლის ვადით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული N29.08.31.137 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე.
  დეპუტატებმა იმსჯელეს საკითხზე „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  კომისია გაეცნო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფელი გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან არსებული უსახელო ქუჩისათვის ,,გუბისწყლის’’ ქუჩის სახელის მინიჭების საკითხს.