- 2022-02-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
24 თებერვალს, 16:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
3. შპს „მაგთიკომი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, რკინის კონსტრუქციის (ანძა) ანტენის აპარატურის განთავსების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ავთანდილ მხეიძის წერილის განხილვა, ქუჩის სახელწოდების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/