- 2023-05-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
25 მაისს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N15 (გ-49.492302715) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/
3. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეციალური ავტომობილის (ამწე კალათა) NISSAN CABSTAR 2004 წლის წარმოების, ტექ. პასპორტის ნომერი DVA0142935 სახელმწიფო სანომრე ნიშნით HM-016-MM უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/