ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

27 ივლისს, 12:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2023 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

2. შპს „ტელეკომ I“-სათვის (ს/კ 405374063) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განთავსებული გარე განათების ბოძების  სარგებლობაში  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას  ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი  №48-482319243, 11/07/2023).

/მომხს: რ. დიდავა/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩა N2–ში მდებარე, შენობის (საკ.კოდი N29.08.33.031) მესამე სართულზე განთავსებული 216 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით,  12 (თორმეტი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა  „ოცნება“-სთვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N15 (გ-49.492302715) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N16 (გ-49.492302714) განკარგულებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10173.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკ. კოდი #29.08.32.531 (ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ არსებული ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონი) და 4677.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკ. კოდი #29.08.32.532 (ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ)  ა(ა)იპ „წყალტუბო არენა“-სთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

8. „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)”-ის პროექტის ფარგლებში გრანტით დასაფინანსებელი  პროექტის  განხილვისა და მოწონების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას  ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი №48-4823205117, 24/07/2023).

/მომხს: რ. დიდავა/