ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

 

 

11 მარტს, 12:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება  ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარე, ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 29.10.37.366) მეორე სართულზე განთავსებული 12.96 კვ.მ. (ერთი ოთახი) ფართის სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე ოფისის განსათავსებლად, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

2.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი #48-482206124; 02/03/2022).

/მომხს: რ. დიდავა/

3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი #48-482206353; 04/03/2022).

/მომხს: რ. დიდავა/