- 2024-06-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
28 ივნისს, 11:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, მოქალაქე მირანდა კიკვიძის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.43.043) საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების შეთანხმების თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2024 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
3. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე განთავსებული 81.4 კვ.მ. ფართის – 7 (შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს /სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრი/ წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის, განთავსების მიზნით, 2026 წლის 1 იანვრამდე გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2024 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/