ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

26 ივლისს, 11:00 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

2.მდგრადი განვითარების მიზნების წყალტუბოს მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

3.ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, №2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი #29.08.37.055) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 1 (ერთი) წლის ვადით, საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,  ა(ა)იპ  სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

4.ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ავტობუსის მარკა/მოდელი ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLN02005149; სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

5.„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის № გ-49.4924018001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

6.„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის N გ-49.49240182 განკარგულებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

7.სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ინვენტარი) სარგებლობაში  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/