ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

27 იანვარს, 13:30  საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

2.ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ მოძრავი ქონების  – 45 (ორმოცდახუთი) ცალი ხის ძელსკამის  საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

3.ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ მოძრავი ქონების – ქუჩის მრგვალი ქვის 10 საყვავილეს (ბეჟის) საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

4.ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

5.ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №27–ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  შენობის (საკ.კოდი N 29.08.34.107) პირველ სართულზე  განთავსებული 13.25 კვ.მ.  ფართის ინდ. მეწარმე „მურთაზ კანკაძისათვის“ ადგილობრივი ბეჭდვითი გაზეთის ფუნქციონირების მიზნით, საოფისე ფართისათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით   გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

6.ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობის პირველ სართულზე განთავსებული 81.4 კვ.მ. ფართის -7 (შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოსათვის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილების  განთავსების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

7.სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების  წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების (ინვენტარი) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

8.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: ს. კირკიტაძე/

9.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: ს. კირკიტაძე/