- 2026-02-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
26 თებერვალს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიების ზონებად დაყოფის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
2.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
3.ქალაქ წყალტუბოში, #29.08.34.110 საკადასტრო კოდზე მდებარე ქალაქ წყალტუბოს #1 საბავშვო ბაგა-ბაღის და #29.14.38.110 საკადასტრო კოდზე მდებარე სოფელ გეგუთის #11 საბავშვო ბაღის ახლადაშენებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის“ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
4.ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი # 29.08. 34.014) პირველ სართულზე განთავსებული 33.6 კვ.მ. ფართის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის დანერგვისა და განვითარების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკის ინსტიტუტისათვის, 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
5.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
6.წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/