ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

23 ივნისს,  15:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის’’ 272 (ორასსამოცდათორმეტი) ცალი ხის სანაგვე ურნის საკუთრებაში უსასყიდლოდ  გადაცემის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

2. ქალაქ წყალტუბოში, ავალიანის ქუჩაზე მდებარე 1629 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის ( საკ.კოდი # 29. 08. 31. 531  ) ავტომანქანების დგომისა და გაჩერების საკითხის რეგულირების  მიზნით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, ელექტრონული აუქციონის სახით, 5 (ხუთი) წლის ვადით,  გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

3. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, #2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული შენობის ( საკ. კოდი # 29.08.37.055 ) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 2 (ორი) წლის ვადით,  სარგებლობის უფლებით,  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,  ა(ა)იპ  სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობის პირველ სართულზე (საკ.კოდი N 29.17. 35. 013) განთავსებული 18.48 კვ.მ.  ფართის  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით   გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

6. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის’’ უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის შემცირების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

7. შპს ,,სანატორიუმ წყალტუბოსათვის’’  პირდაპირი განკარგვის წესით,სარგებლობის უფლებით, იჯარით , 10 (ათი) წლის ვადით ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის ’’უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი N29.08.34.018 ) ნაწილის- 3673.23 კვ.მ. ფართის გადაცემის შესახებ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2022 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/