- 2023-01-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
27 იანვარს, 12:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
5. „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)”-ის პროექტის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტის განხილვისა და მოწონების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/