ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

27 იანვარს, 12:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რევაზ  დიდავა/

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/

5. „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)”-ის პროექტის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ წარსადგენი ინფრასტრუქტურული  პროექტის  განხილვისა და მოწონების შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/