“ეთნოფესტი 2022”

თბილისში, “ექსპოჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში “ეთნოფესტი 2022” მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ წყალტუბოელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვანების ოსტატები.
ხათუნა და ნონა ბადირეიშვილების, (“NatSAno” ბადირეიშვილი ART), გამეფენაზე წარმოდგენილია მინანქრით, ბროშებით, ჩანთებით, ბატიკით, მხატვარი მარიმა ჯიბუტი პოლიმერული თიხით, აქსესუქრებით, ნატურალურ აბრეშუმზე ცივი ბატიკით, თექით, ხელოვანი მადლენა ჟორჟოლიანი წარმოდგენილია ბისერების ნიმუშებით და პოლიმერული თიხის ნაკეთობებით.
გამოფენაში იმერეთის რეგიონიდან მხოლოდ წყალტუბოელი ოსტატები არიან წარმოდგენილნი.
მათი “ეთნოფესტში” მონაწილეობა წყალტუბოს მერიის განათლების, კულტური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით და ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის” დაფინანასებით განხორციელდა.
მასშტაბური გამოფენა საქართველოში მეოთხედ წელს ჩატარდა და გააერთიანა მხატვრული რეწვის და დიზაინის ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლები
ფესტივალზე წარმოდგენილია ხელნაკეთი პროდუქცია, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მასტერკლასები, საერთაშორისო სემინარი და ვორკშოფები.
ადგილზე მიმდინარეობს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება , სადაც სახვითი და გამოყენებითი ხელოვანები სხვადასხვა დარგებიდან საკუთარი გამოცდილებაზე ჰყვებიან.
👉🏻 ფესტივალი 16 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს 4, 5, 6 პავილიონებში, სადაც ნებისნიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მივიდეს, დაათვალიეროს და შეიძინოს უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.