- 2022-08-17
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
გაეროს ბავშვთა ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ პარტნიორობით იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს: ,,მოხალისე წყლის ადვოკატები’’. პროექტის მიზანია მოზარდების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა უსაფრთხო სასმელ წყალზე. პროგრამის ფარგლებში მოზარდი მოხალისეები მიიღებენ შესაბამის ცოდნას უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ძირითად საკითხებზე და ადვოკატირების პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემებსა თუ სკოლებში აღმოაჩინონ არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი გაუმჯობესების ადვოკატირება, ასევე უსაფრთხო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა. პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში. პროექტში კონკურსის გზით შეირჩევიან 13-დან 18 წლამდე ასაკის მონაწილეები, რომლებიც ,,მოხალისე ადვოკატებად’’ გადამზადდებიან.
რეგიტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: “https://forms.gle/C6sKUvZ8KAeuCXaL6”