განახლებული სპორტული დარბაზი მე-4 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და განახლებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.
ირმა ხეცურიანის სახელობის სპორტული დარბაზში ახალი ინვენტარის შეძენა „წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ გრანტით დაფინანსდა. სკოლის ორი სპორტული სივრცე სრულიად აღიჭურვა 30-ზე მეტი სახეობის ინვენტარით: ველოტრენაჟორით, ჭადრაკის დაფებით, მაგიდის ჩოგბურთით, სარბენი ბილიკით და სხვა.
ახალი სპორტული სივრცის გახსნას „წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თეონა ქობულაძე და კოორდიანტორი ლეილა აშორდია და საკრებულოს წევრი ხათუნა მაღლაკელიძე ესწრებოდნენ.
სკოლის დირექტორმა მაია ნუცუბიძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის მერს, სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების ფონდის განახლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
„მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხვორების წესის დამკვიდრებაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა, მიხარია, რომ ამ სკოლას სრულად აღჭურვილი სპორტული დარბაზი და ძალიან კარგი ბიბლიოთეკა აქვს,“ – განაცხადა გენადი ბალჩივაძემ.
ქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სპორტული სივრცის გახსნა ღონისძიებით აღნიშნეს.
გასულ წელს მე-4 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი: სააქტო დარბაზის კეთილმოწყობა – “LAG წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა“ გრანტით დააფინანსა.