იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია!  
 მისი მეტოქე კუბელი მაიან ლოპესი იყო, რომელიც მეოთხედ გახდა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული.
” ეს დამარცხება დასანანია მაგრამ დასაძრახი არაა რადგან ჰყავდა ღირსეული უძლიერესი მეტოქე! ” – ასე შეაფასა იაკობ ქაჯაიას ასპარეზობა ქართულმა სპორტულმა სამყარომ!
გილოცავთ ქართველთა კიდევ ერთ წარმატებას და ვიცე ჩემპიონის ტიტულს!
მადლობა იაკობ ქაჯაის ამ ბედნიერების მონიჭებისთვის, საქართველოს და წყალტუბოს სახელის კიდევ ერთხელ გაჟღერებისთვის მსოფლიო ასპარეზზე.
მადლობა დამსახურებულ მწვრთნელს, დემურ კირტავას ის ბავშვობიდანვე ავარჯიშებს იაკობს და ეს შედეგი იაკობთან ერთად უშუალოდ მისი დამსახურებაა.