იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხი: ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის განსაზღვრის შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის #121 (გ-49.49213378) განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხი.
ასევე, საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს საკითხი: ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.