იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების საკითხი.

ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.