იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

                                                                                                         
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და მოსაზრებები გამოთქვეს. მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.
 სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.