- 2024-03-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე. კომისიამ განიხილა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს საკითხზე ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისიწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშის წესის დამტკიცების შესახებ“ .
დეპუტატებმა ასევე, იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N 159 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომისიამ განიხილა ა(ა)იპ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრისა“ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.
კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი ნიკა მჟავია ესწრებოდა.