- 2024-04-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
26 აპრილს, 11:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის N 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: მ. ჭელიძე/
2. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: მ. ჭელიძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
/მომხს: მ. ჭელიძე/