იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

26 დეკემბერს, 11:30 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:   

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ

/მომხს: ნ. მჟავია/

2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის N 119 განკარგულებაში (გ-49.492530312) ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხს: ნ. მჟავია/

3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის N 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხს: ნ. მჟავია/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

/მომხს: ნ. მჟავია/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული მე-5 ქუჩის მიმდებარე ჩიხის სახელდების შესახებ

/მომხს: ნ. მჟავია/