- 2026-02-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
კომენტარები ჯერ არ არის
26 თებერვალს, 11:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- ,,ბინათმესაკუთრეთა განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ოქტომბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხს: ნ. მჟავია/
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე
/მომხს: ნ. მჟავია/
- ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის N 119 განკარგულებაში (გ-49.492530312) ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხს: ნ. მჟავია/
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
/მომხს: ნ. მჟავია/