,,ივერიაში” მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

ახალ წელს, ტრადიციულად, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში” მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ შობა -ახალი წლის დღესასწაული მიულოცა ყველას და აღნიშნა, რომ 2023 წელს წყალტუბოში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება და გაკეთდება ყველაფერი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ღონისძიების მონაწილეებსა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა (ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მმართველმა, ნინო ხურციამ, ამავე ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითმა გუნდმა მაყურებელს საინტერესო მიუზიკლი ,,ჯადოსნური წიგნი” წარუდგინა.