ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი“-ს მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.