- 2023-01-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
27 იანვარს, 11:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს. შალვა კილაძე/
2. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს. შალვა კილაძე/
3. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №36 96 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. შალვა კილაძე/
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. შალვა კილაძე/