ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელ მოქალაქეებს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საჩუქრები გადასცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი წყალტუბოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და საჩუქრები გადასცეს.
,, მშვიდობა ყველაზე ძალიან სჭირდება დღეს უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას აღმოვუჩენთ აქ მყოფ უკრაინელებს, ვიზრუნებთ მათზე და საჭიროების შემთხვევაში გვერდით დავუდგებით”- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ამ ეტაპზე წყალტუბოში უკრაინიდან ჩამოსული 30 მოქალაქე იმყოფება.