კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ე.წ. „დოლაბერიძეების“ უბანში არსებულ ფრენბურთის მოედნის ტერიტორიაზე, ამირან ნოდარის ძე დოლაბერიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე.