წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოს შეხვდა.
ცნობილია, რომ დანიური მხარის ფინანსური ხელშეწყობით წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში (9 აპრილის ქუჩაზე) საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 2021 წლის მაისის თვეში დასრულდება.
როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტომ განაცხადა, ეს პროექტი გარდა საბავშვო ბაღის მშენებლობისა მოიცავს დევნილთა სახლების რეაბილიტაციას და სოციალური მიმართულებით ბიზნეს კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთი სოციალური საწარმო მარწყვის სასათბურე მეურნეობა დაფინანსდა (სოფელ გეგუთში)
„ ჩვენ ვგეგმავთ კიდევ დავაფინანსოთ ორი ბიზნეს პროექტი და ამასთანავე განვახორციელოთ ინფრატრუქტურული პროექტები სოფელ გვიშტიბში, სადაც დევნილთა ახალი დასახლება აშენდა,“ – აღნიშნა ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა დანიის მხარეს მხარდაჭერისთვის „ მადლობა იმისთვის, რომ ახალ საცხოვრებელში გადასულ ჩვენს დევნილ ოჯახებს უკვე დაეხმარეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში, მიხარია რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს,“ – აღნიშნა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, ლტოვილთა დანიის საბჭოს საქართველოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი მზევი ჯოჯუა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემოსვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი.
Manage Consent
ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქები, რათა შევინახოთ და/ან მივიღოთ წვდომა მოწყობილობის ინფორმაციაზე საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. ამ ტექნოლოგიების თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ მონაცემები, როგორიცაა ბრაუზერის ქცევა ან უნიკალური ID-ები ამ საიტზე. თუ თქვენ არ დათანხმდებით ან გაითხოვთ თანხმობას, შესაძლოა ეს უარყოფითად აისახოს გარკვეულ ფუნქციებსა და მახასიათებლებზე.
Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Preferences
The technical storage or access is necessary for the legitimate purpose of storing preferences that are not requested by the subscriber or user.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes.The technical storage or access that is used exclusively for anonymous statistical purposes. Without a subpoena, voluntary compliance on the part of your Internet Service Provider, or additional records from a third party, information stored or retrieved for this purpose alone cannot usually be used to identify you.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.