ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა წყალტუბოში

✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოს შეხვდა.
⏩ცნობილია, რომ დანიური მხარის ფინანსური ხელშეწყობით წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში (9 აპრილის ქუჩაზე) საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 2021 წლის მაისის თვეში დასრულდება.
⬅️როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტომ განაცხადა, ეს პროექტი გარდა საბავშვო ბაღის მშენებლობისა მოიცავს დევნილთა სახლების რეაბილიტაციას და სოციალური მიმართულებით ბიზნეს კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთი სოციალური საწარმო მარწყვის სასათბურე მეურნეობა დაფინანსდა (სოფელ გეგუთში)
✅„ ჩვენ ვგეგმავთ კიდევ დავაფინანსოთ ორი ბიზნეს პროექტი და ამასთანავე განვახორციელოთ ინფრატრუქტურული პროექტები სოფელ გვიშტიბში, სადაც დევნილთა ახალი დასახლება აშენდა,“ – აღნიშნა ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა დანიის მხარეს მხარდაჭერისთვის „ მადლობა იმისთვის, რომ ახალ საცხოვრებელში გადასულ ჩვენს დევნილ ოჯახებს უკვე დაეხმარეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში, მიხარია რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს,“ – აღნიშნა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
⏩შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, ლტოვილთა დანიის საბჭოს საქართველოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი მზევი ჯოჯუა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემოსვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი.