„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება.
ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც არსებულ ურბანულ სივრცეებს უფრო მწვანე, ჭკვიან და მდგრად გარემოდ გარდაქმნის.
შეხვედრაზე თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის, მართვისა და ფინნასების საკითხებზე იმსჯელეს, დაისახა ეკოლოგიურად მდგრადი და ძლიერი ქალაქების მშენებლობის სტრატეგიები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ადგილობრივი ხელისუფლების, ევროპული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების მობილიზებასა და რეგიონისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და პარტნიორი ორგანიზაციები.
ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის დაფინანსებით, 2017 წლიდან ხორციელდება. 2021 წლიდან, კი ინიციატივის მართვას ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.