მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ოფურჩხეთში მოსახლეობას შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ოფურჩხეთში მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მეტეოროლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება. აქ მცხოვრები მოსახლეობა ბინის გადახურვას წლების განმავლობაში ელოდებოდნენ.
დღეს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საკრებულოს დეპუტატებთან სერგო კირკიტაძესთან და ტარიელ ჭეიშვილთან ერთად ოფურჩხეთში მცხოვრებლებს პირადად შეხვდა და ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად პრობლემების გადაჭრის გეგმები ერთობლივად დასახეს.