მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს შეხვდა და დასაქმების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მასშტაბური პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლოებასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
 მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პროგრამით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროგრამაში ჩართვას შეძლებენ ის პირებიც, რომლებიც დასაქმდებიან შრომის ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე, ან თვითდასაქმების შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციას მიაწოდებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
„ სოციალურად დაუცველთაგან დასაქმებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული სამუშაოების მოძიების პროცესში. მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომელიც გაგიჩნდებათ პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სოციალურად დაუცველთა ოჯახების ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, -განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.