მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი წლის ანგარიში წარადგინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2018-2021 წლებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების, სოციალური პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების ანგარიში წარადგინა.
  ,,ახალი სიცოცხლე წყალტუბოს’’ -ამ სლოგანით დაიწყო ჩვენი მწვანე ქალაქის აღმშენებლობის პროცესი, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომზადებული გენ. გეგმის შესაბამისად წყალტუბო გახდება თანამედროვე ევროპული კურორტი, სადაც მკურნალობა და დასვენება იქნება კომფორტული უამრავი ვიზიტორისა და დამსვენებლისთვის, რაც მთავარია , დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები”- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
  მისივე თქმით, წყალტუბოს თანმიმდევრულად განვითარებისთვის ბევრი პრიორიტეტული პროექტი განხორციელდა.
  პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა, მუნიციპალიტეტის მერსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხდა და წყალტუბოს განახლების საკითხებზე ისაუბრა სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ.
  შეხვედრას მერის მრჩევლთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
+8
6019
ადამიანი მოიცვა
797
Engagements
პოსტის რეკლამირება
თქვენ და 84 სხვა
18 გაზიარება
სიყვარული
სიყვარული

 

კომენტარის დატოვება
გაზიარება