ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე ზურაბ ლექვინაძე   უძღვებოდა.

სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით  ფრაქციის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.

ფრაქციის სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე გიორგი შუღლაძე ესწრებოდა.