ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე  ფრაქციის მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და შენიშვნები უკან გადაეგზავნება  მუნიციპალიტეტის მერიას.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.