პირველ იანვარს საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის” სცენაზე მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

 პირველ იანვარს საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის” სცენაზე მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითმა გუნდმა, ასევე ვოკალური, თეატრალური და საბალეტო წრის წევრებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და მაყურებელი ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს.
ღონისძიების ყველა მონაწილეს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ