ქალაქ წყალტუბოში N 3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ წყალტუბოში N 3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ა(ა)იპ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველმა გიორგი იობიძემ N3 საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განახლება და კეთილმოწყობა თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული ბაღის განახლებას ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პატარებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება”- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
 პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, სახურავი, მოხდება ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა , ასევე მოეწყობა წყლისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 174 827 ათასი ლარია გამოყოფილი.