- 2021-12-29
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ ქართული ცეკვის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი მონაწილეობდა.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და “საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის” ორგანიზებით გაიმართა. ქორეოგრაფიულ კავშირს ამჟამად წყალტუბოს საპატიო მოქალაქე დამსახურებული ქორეოგრაფი იური ტორაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც მადლობა გადაუხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს თეიმურაზ ჭეიშვილს.
ფესტივალზე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო წევრის წოდებით დაჯილდოვდნენ.
„წყალტუბოს საკოცერტო დარბაზი „ივერია“ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ფესტივალების ჩატარებისთვის საუკეთესო ადგილია. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მაღალი დონის კონცერტების, ფესტივალების, იუბილეების, კულტურული ღონისძიებების გასამართად დარბაზს სულ მალე ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოხარული ვარ, რომ “2021 წლის ქართული ცეკვის ფესტივალი” წყალტუბოში ტარდება. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს და ფესტივალის ორგანიზატორებს. ჩვენ მზად ვარ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მუდმივად დავუჭიროთ მხარი“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.