- 2021-12-29
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ ქართული ცეკვის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი მონაწილეობდა.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და “საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის” ორგანიზებით გაიმართა. ქორეოგრაფიულ კავშირს ამჟამად წყალტუბოს საპატიო მოქალაქე დამსახურებული ქორეოგრაფი იური ტორაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც მადლობა გადაუხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს თეიმურაზ ჭეიშვილს.
ფესტივალზე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო წევრის წოდებით დაჯილდოვდნენ.
