საახალწლო გრანდიოზული კონცერტი წყალტუბოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაიმართა.
სპეციალურ ჯიხურებში საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები, საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ ანიმატორები და ელფები. თოვლის ბაბუას საჩუქრებმა პატარები განსაკუთრებით გაახარა.
მაყურებელთა წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი ,,ნადური’’და საბავშვო საესტრადო ჯგუფები. საახალწლო საღამო გალა კონცერტით დასრულდა. ცნობილმა მომღერლებმა ნოდარიკო ხუციშვილმა, რუსა მორჩილაძემ, აჩიკო ნიჟარაძემ ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს და მაყურებელთა ტაში და ოვაციები დაიმსახურეს.
საახალწლო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, რომელმაც მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა, ღონისძიების ორგანიზატორებს კი მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა